ნინო კასრაძეს თავის როლებში არა ერთხელ მოუკლავს, თუმცა მან „პრაიმტაიმთან“ გულწრფელად აღიარა, რომ მაკას მიერ ბადრი კოლიას მოკვლა, ყველაზე რთული იყო. 

ნინო კასრაძე: – ძალიან რეალისტური ამბავია და რთული იყო ეს სცენა. ძალიან რთული.

საზოგადოებაში დიდი განსჯის საგანია, ვინ არის ჩვენს რეალობაში ბადრი კოლია. ვერსიებს მიღმა ყველას კარგად გვახსოვს, ის პოლიტიკოსი და არა პოლიტიკოსი, ცნობილი ქალბატონები, ვინც მაკა ანჯაფარიძის სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა ასე დეტალურად, მიკროსკოპულად, შუშის სახლის კედლებს იქით არც ერთი მათგანის განცდა არ ვიცით, არ გვინახავს, არ გაგვიზიარებია. მაკას განცდები და მძიმე რეალობა, ძალზედ ნატურალისტური აღმოჩნდა. 

„პრაიმტაიმთან“ მწერალი ლაშა ბუღაძე კოლიას პროტოტიპის დასახელებაზე გვერდის ავლით მაკას საქციელზე საუბრობს. 

ლაშა ბუღაძე: – ბადრი კოლია კრებითი სახეა, თავისთავად ცხადია. პირდაპირი პროტოტიპების ძებნა მე არ მიყვარს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არიან სახელისა და გვარის უკან. ქეთი დევდარიანი ყოველთვის მნიშვნელოვან კრიტიკულ მოდელებს გვაწვდის, რომ რეფლექსირება სწორად მოვახდინოთ. როდესაც ადამიანს სამართლიანობის განცდა ეკარგება, შესაძლოა, ყველანაირი მორალური ელემენტი გაუქარწყლდეს და ასეთ ველურ მეთოდს მიმართოს.  ავტორი ამის საშიშროებას გვაჩვენებს. როცა კანონი არ იკანონებს, მაშინ ადამიანი ალტერნატიულ გზებს ეძებს. 
primetime.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •