შემთხვევა

რუსთავის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება სცადა. “ინფო რუსთავის“ ინფორმაციით მას უცნობი მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს და მისი გაუპატიურება სცადა. გოგონა ამბოს, რომ წინააღმდეგობის გაწევის და ყვირილის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ყვირილის ხმა გაიგო პარკის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც დაინახა, რომ ახალგაზრდა გოგო მიწაზე იყო დავარდნილი და შველას ითხოვდა. ის გოგონას დაეხმარა და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.

გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა სახის და მარჯვენა ხელის არეში, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.”

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •