პური, შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

116
პური

„კროღოსლაინ ლოჯისტიკის” დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებით, შეიძლება, პურ-პროდუქტების გაორმაგებული ფასი მივიღოთ. როგორც მან „პალიტრანიუსის” ეთერში განმარტა, ქვეყანაში მარაგები არ არსებობს.

„იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, როგორც კი ამოიწურება გვერდით ხორბალი, ხორბლის დეფიციტი შეიქმნება, ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით კი, პურის ფასი გაორმაგდება, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება.

მსოფლიოში ხორბლის ის რაოდენობა, რაც წინა წელს იყო, ვერ იქნება მიღებული. ანუ, ხორბლის მიღების გეგმა არის შემცირებული, შესაბამისად, ფასი მოიმატებს. რეალურად ფასის სტაბილურობას ქმნიან მსხვილი ტრეიდერები, რომლებიც ქვეყანაში ქმნიან პურის მარაგებს. FAO-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხორბლის მოხმარების 3 თვის მარაგი”.

“ალია”