მორიგი ხრიკი – რუსული მედია ირწმუნება, რომ მათი ჯარი პარაფსიქოლოგიურ მეთოდებს იყენებს

რუსულმა ჯარმა მოამზადა სამხედრო ტაქტიკა, რომლის მეშვეობითაც "მებრძოლი ექსტრასენსები" ტელეპატიის მეშვეობით შეძლებენ ტყვეების დაკითხვასა და ჩასაფრებული მოწინააღმდეგეების ადგილმდებარეობის გაგებას. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემა "არმეისკი სბორნიკი" იუწყება. თუმცა რუსეთისვე მეცნიერები აღიარებენ, რომ ეს „სრული სისულელეა".

123
ტელეპატია-რუსი ჯარისკაცები

სტატიის ავტორი, რეზერვის პოლკოვნიკი ნიკოლაი პოროსკოვი აღნიშნავს, რომ რუსულმა სამხედროებმა პარაფსიქოლოგიური მეთოდები ჩეჩნეთში გამოიყენეს. მისივე თქმით, ეს მეთოდი მხოლოდ ჯარისკაცებისთვის არაა და მის გამოყენებას ასწავლიან როგორც ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებს, ასევე მსხვილი სამრეწველო და საბანკო სტრუქტურების ხელმძღვანელებს. სტატიაში განმარტებულია, რომ პარაფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება განკუთვნილია სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შესანახად.

პოროსკოვის მიერ გამოქვეყნებულ სტატია “სუპერსოლდატ დლია ვოინ ბუდუშეგოში” წერია, რომ რუსი ჯარისკაცები ტელეპატიის მეთოდებს დაეუფლნენ დელფინებთან მუშაობისას.

“მათ, ვინც ფლობს ამ ტექნოლოგიას შეუძლია, მაგალითად, არავერბალური დაკითხვის ჩატარება. ის “ხედავს” ტყვედ აყვანილი ჯარისკაცის პიროვნებას: ვინ არის ის, რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს, შესაძლებელი იქნება თუ არა მისი გადაბირება. დაკითხვის სიზუსტე, პრაქტიკულად 100%-ია”, – წერია ტექსტში.

თავის მხრივ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ფსევდომეცნიერების წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის თავმჯდომარის, ევგენი ალექსანდროვის განცხადებით, პარაფსიქოლოგიის მეთოდების დაუფლების მცდელობები იყო, თუმცა კრახით დასრულდა, რადგან საბრძოლო პარაფსიქოლოგია გამონაგონია:

“ასეთი სამუშაები (საბრძოლო პარაფსიქოლოგიის აღმწერი) მართლაც არსებობდა, მაგრამ გასაიდუმლოებული იყო. ახლა კი დღის შუქზე ჩნდებიან. თუმცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასეთი კვლევები აღიარებულია ფსევდომეცნიერულად, ეს ყველაფერი სრული სისულელეა”, – განმარტა მან.

რეზონანსი