მომღერალი სოფო ნიჟარაძე, “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომენტარს ოთო ნესაძის შესრულებასთან დაკავშირებით, ეხმაურება, და შეფასებას, გვარამიას პოსტის კომენტარშივე აკეთებს:

“სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით, არა”.

“ოთო ძლიერი მომღერალია… ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს?” – სოფო ნიჟარაძე, ნიკა გვარამიას პასუხობს

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •