დასვით ნებისმიერი შეკითხვა, აირჩიეთ ნომერი და ნოსტრადამუსის წრე გიპასუხებთ

1244
ნოსტრადამუსი

ამ დაშიფრული წრის ავტორობას ცნობილ წინასწარმეტყველს, ნოსტრადამუსს მიაწერენ. წრის გამოყენება მარტივია და სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს, – წერს Natural Healing Magazine. 
სამკითხაოდ დაგჭირდებათ ქაღალდი, რომელზეც უნდა დახატოთ 21 მონაკვეთი და ჩაწეროთ მასში ციფრები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. თითოეულ ციფრს ერთი პასუხი შეესაბამება. ასევე აუცილებელია გქონდეთ ბეჭედი ან ქვა (ძვირფასი ან ნახევრად ძირფასი).

გონებაში დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა, გააგორეთ მონაკვეთებით დაშტრიხულ ფურცელზე ბეჭედი ან ქვა და ის ციფრი, რომელზეც დაჯდება გაგორებული ნივთი, იქნება თქვენს კითხვაზე პასუხის შესაბამისი.

მაგალითად, დასვით კითხვა: “დავოჯახდები თუ 
არა უახლოეს 3 წელიწადში?”

გააგორეთ ქვა ან ბეჭედი და წაიკითხეთ პასუხი, რომელიც შეესაბამება ამოსულ ციფრს!

პასუხების გაშიფვრა:

1. დიახ. უარი არ თქვათ დასახულ მიზნებზე: თქვენი ნებისყოფა წარმატების მომტანი იქნება.

2. დიახ. დასახული მიზნის გზაზე წინააღმდეგობები შეგხვდებათ. ამ დაბრკოლებების გადალახვას დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა მიზანს საბოლოოდ მიაღწევთ.

3. დიახ. შედეგი თავბრუდამხვევი იქნება, მაგრამ ნუ დასვამთ უსარგებლო კითხვებს და ნუ დახარჯავთ ამაზე ენერგიას.

4. შესაძლოა. ღრუბლებში ფრენას თავი დაანებეთ, ფხიზლად შეაფასეთ სიტუაცია და გაუშვით წარსული.

5. აუცილებლად. ნოსტრადამუსის წრე გეუბნებათ, რომ არ ღირს გარშემომყოფების აზრზე დაყრდნობა, ყველაფერი თქვენებურად გააკეთეთ.

6. მზად იყავით პრობლემებისთვის. ტყუილად ნუ დაიმშვიდებთ თავს, მიმართეთ დახმარებისთვის ახლობლებს.

7. უცნობია. დატოვეთ ამ ეტაპზე ყველაფერი, როგორც არის. არ ღირს იმ პრობლემებზე დარდი, რაც არ არსებობს.

8. ყურადღებით იყავით. ნუ ენდობით იმ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ, რადგან უახლოეს მომავალში მოტყუების სერიოზული რისკი არსებობს.

9. აუცილებლად. რეკომენდებულია, დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მიმართოთ.

10. დიახ. იყავით მეტად თავდაჯერებული, ინტუიცია არ გიღალატებთ.

11. ჯერ მოქმედების დრო არ არის. დათმობებზე წადით და დაელოდეთ. ამან შესაძლოა წარმატება მოგიტანოთ.    

12. უფრო დიახ, ვიდრე არა. ნუ ეცდებით უსარგებლო ადამიანების გულის მოგებას და მაშინ მოვლენები უფრო სწრაფად და თქვენ სასიკეთოთ წარიმართება.

13. 
არა. ყველაფერი სრულიად მოულოდნელად განვითარდება. ნოსტრადამუსის წრე ამბობს, რომ დროა გახდეთ თავდაჯერებული და მოიშოროთ თავიდან ყოყმანი.

14.
 წარმატების იმედი უნდა გქონდეთ. მნიშვნელოვანია, დროულად იმოქმედოთ და გამოიჩინოთ ინიციატივა ყველა საკითხის გადაწყვეტისას.

15.
 დიახ. მალე სერიოზული ცვლილებები გელით ცხოვრებაში, რაც წარმატებას მოგიტანთ. ნუ გადადგამთ ნაჩქარევ ნაბიჯს.

16. 
ყველა გეგმა შესრულდება. ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ელოდით, მაგრამ მოემზადეთ სიურპრიზებისთვის.

17. 
გაურკვეველია. ამ ეტაპზე თქვენ ჩამოყალიბებული არ ხართ, რა გინდათ, მაგრამ ამასთან, რაღაცას გამუდმებით ითხოვთ სხვებისგან. დაელოდეთ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

18. 
მზად იყავით სირთულეებისთვის. წარმოქმნილი პრობლემები სერიოზული ბიძგი იქნება წარმატებისკენ.

19.
 თავი ხელში აიყვანეთ. თქვენი საკუთარ თავში დაურწუნებლობით შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეიქმნათ.

20.
 დიახ. წარმატება თქვენს მხარესაა. ნუ დაეჭვდებით ნურაფერში, უბრალოდ, დატკბით ცხოვრებით.

21. 
დიახ. თქვენი სურვილის ასრულებამდე სულ ცოტა დრო დარჩა!

წყარო: marao.ge