შეაჩერე ნეპოტიზმი-თამარ კეშელავა

ჯურნალისტი თამარ კეშელავა სოციალურ ქსელშ წერს:

ვეძებ სიტყვა ნეპოტიზმის შესატყვისს ქართულში და არ არის.
რატომ?
ნეპოტიზმი მექრთამეობაა იგივე – ყველა ნათესავს კი არა ასაქმებენ, იმას ასაქმებენ, ვისგანაც რამე მიუღიათ, ან მომავალში ელიან.
ნეპოტიზმი – თაღლითობაა, ახლობელი და ნათესავი იმიტომ მიჰყავთ სამსახურში, რომ მაქინაციებისას ხელის დამფარებელი ჰყავდეთ, იმიტომ მიჰყავს, რომ – კანონგარეშე საქმე აკეთებინონ…

ნეპოტიზმი კარგად ჟღერს, უბრალოდ!
კარგად, უმტკივნეულოდ და თან – ნეპოტიზმი არ არის დასჯადი და თაღლითობა და მექრთამეობა – კი!
ვინმე დასაჯეს იმის გამო, რომ იმ ნათესავის შვილი დაასაქმა, რომელმა ნათესავმაც ფული შესწირა პარტიას, ან მანქანა აჩუქა ჩინოვნიკს? – არა, იმიტომ რომ ნეპოტიზმი არ ისჯება:))

თანაშემწეებს რომ სექს-მუშაკებად ამუშავებენ – დაისაჯა ეგეთი ხალხი? – უპს, ნეპოტიზმი არ ისჯება:)

მე რომ ამ პოსტის დაწერაში ლარი გადამიხადონ, მექრთამე ვიქნები და თაღლითი და ქვეყანა გააჩანაგეს და…
ნეპოტიზმიო, კაცოო!

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •