სამშენებლო სამუშაოებს კიდევ ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ბაკურიანში ცოტა ხნის წინ მოხდა.  მშენეაბრე კორპუსიდან 56 წლის კაცი ჩამოავრდა და ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ-25“ ავრცელებს. 

გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცოხვრებია. იგი სამუშაოდ ბაკურიანში, ერთ- ერთ მშენებარე სახლში მუშად მუშაობდა. ოჯახის წევრების თქმით, კაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვრდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული. 

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •