Ახალგაზრდა გენიოსი, ვილიამ ჯეიმს სიდისი, მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. Მისი IQ 250-300 ᲣᲢᲝᲚᲓᲔᲑᲝᲓᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲛᲐ ᲘᲡ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲓᲔᲛᲝᲜᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ ᲕᲔᲠ ᲘᲮᲡᲜᲐ.
​Მისი მშობლები, ბორისი და სარა ჭკვიანი და განათლებული ადამიანები იყვნენ. Ბორისი გამოჩენილი, სარა კი ექიმი იყო. Უკრაინელმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკში დაიწყეს ერთად ცხივრება და უნიჭიერეს შვილს არაფერს აკლებდნენ. Მის განათლებაში უზარმაზარ თანხას იხდიდნენ. Ყიდულობდნენ წიგნებსა და რუკებს,მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი უძვირფასესი შვილის მომავალი.

18 თვის ვილიამ ჯეიმს სიდისი უკვე “The New York Times-ს” კითხულობდა. 6 წლისა ლაპარაკობდა რამოდენიმე ენაზე, მათ შორის:ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, რუსულად, თურქულად და სომხურად.
Მან საკუთარი ენაც კი გამოიგონა, რაც ზრდასრულ ასაკში არასოდეს გმოუყენებია. Წერდა ნოველებსა და ლექსებს და უდავო იყო, რომ უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა.

Ვილიამი ჰარვარდის უნივერსიტეტში 9 წლის ასაკში ჩაირიცხა, მაგრან 11 წლამდე მას უნივერსიტეტმა უფლება არ მისცა ლექციებს დასწრებოდა. Სწავლის პერიოდში, 1910 წელს ის ლექციებს ატარებდა მეცნიერების ისეთ რთულ საკითხებზე, როგორცაა ოთხ განზომილებიანი სხეულები, რაც უმეტესობას არც ესმოდა, მაგრამ ვუნც იგებდა მათთვის ლექციები შესანიშნავი იყო.

16 წლის ასაკში მან ჰარვარდი დაამთავრა.

Მისი IQ ᲓᲦᲔᲛᲓᲔ ᲓᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲘᲐ. 100 ᲜᲝᲠᲛᲐᲓ ᲘᲗᲕᲚᲔᲑᲐ, 130 ᲙᲘ ᲣᲙᲕᲔ ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲘᲡ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲚᲘᲐ.
​ ᲐᲘᲜᲨᲢᲐᲘᲜᲘᲡ-160,ᲚᲔᲝᲜᲐᲠᲓᲝ ᲓᲐᲕᲘᲜᲩᲘᲡ-180 ᲓᲐ ᲘᲡᲐᲐᲙ ᲜᲘᲣᲢᲝᲜᲘᲡ 190 IQ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘᲐ ᲕᲘᲚᲘᲐᲛᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲗᲐᲜ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲗ. ᲛᲘᲡᲘ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲚᲘ 250-300-Ს ᲣᲢᲝᲚᲓᲔᲑᲝᲓᲐ.
Მიუხედავად ​მისი რეკორდული ინტელექტისა, ვილიამის არავის ესმოდა და ეს დიდი პრობლემა გახდა მისთვის. Ჰარვარდის დამთავრების შემდეგ 16 წლის ბიჭმა შემდეგი ფრაზა თქვა:”მინდა იდეალურცხოვრება მქონდეს, ერტადერთი გზა რომ ცხოვრება იდეალური იყოს, ის უნდა გაატარო მარტო. Ვერ ვიტან ბრბოს. ” მისი ცხოვრებაც გეგმის მიხედვით წარიმართა. Ასწავლიდა მათემატიკას, მაგრამ მის სტუდენტებზე ბევრად უმცროსი იყო.
18 თვით სიდისი ციხეში იმყოფებოდა პოლიციელის შეურაცხყოფის გამო,რაც მას რეალურად არ ჩაუდენია.
Ამ ინცინდენტის შემდეგ მას უბრალოდ მშვიდი ცხოვრება სურდა, მუშაობა დაიწყო, მაგრამ ჩრდილში დარჩენა ასეთი შეააძლებლობების მქონე ადამიანისთვის რთული აღმოჩნდა.
1937 წელს “the New-yorker-მა” მის შესახებ სტატია დაწერა, რის შემდეგადაც ვილიამმა იჩივლა პირადი სივრცის დარღვევისთვის, მაგრამ მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა.
Მას შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და 1944 წელს 46 წლის ასაკში ის გარდაიცვალა ცერებრალური ჰემორაგიით.


გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო პერიოდში უილიამი 40-ზე მეტ ენაზე საუბრობდა თავისუფლად. მისი სიკვდილის შემდეგ ნიუ-იორკის ინსტიტუტის დირექტორმა აბრაამ სპერლინგმა განაცხადა, რომ რიგ პერიოდებში სიდისი ინტელექტუალურად 2.5-3-ჯერ უსწრებდა თავის ასაკს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •