Თურქმა ხელოვანმა არაოფიციალურად მოხსნა გინესის რეკორდი, როგორც ის თავად ამბობს მან ყველაზე პატრა ჭადრაკის დაფა შექმნა. ​ Მისი მინიატურული ჭადრაკის დაფის ზომებია 8.89 მმx 8.89 მმ

Მისი სახელია ნექატი კორკმაზი და მან თქვა რომ მისი ჭადრაკის დაფა არსებულ მინიატურულ მიკროსკულპტურაზე ორჯერ პატარაა. Მის შესაქმნელად არტისტი 6 თვის განმავლობაში ყოველ დღე 6საათს მუშაობდა.

Კორკმაზის თქმით მიკროსკოპული ზომის ჭადრაკის ფუნქციურია. Მისი თამაში შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მოთამაშეებს მიკროსკოპი და კორკმაზის პაწაწუნა ჯოხები დასჭირდებათ.

Ხელოვანს ამ დროისთვის 40 მიკრო-სკულპტურა აქვს გამოფენილი თავის მინიატურული ხელოვნების ცენტრში, თურქეთში. Ჭადრაკის შექმნის შემდეგ ის გინესის რეკორდების სიაში შესვლას და მისი ნაშრომის ოფიციალურ აღიარებას ელოდება.

Ამჟამინდელი ყველაზე პატარა ჭადრაკის ზომები 1.5 ×1.5სმ-ია და Ის ამერიკელმა არტისტმა შექმნა.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •