გოგიჩა

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი იგივე გოგიჩა გარდაიცვალა. ამის შესახებ Facebook-ზე „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი თამრიკო სხვიტარიძე წერს. 

„წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს”-წერს სხვიტარიძე.

გიორგი გოგიჩაიშვილი 50 წლის იყო. ის სიმსივნით იყო დაავადებული.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •