YouTube-ზე ლურჯი ვეშაპის მსგავსი გამოწვევა ვრცელდება

149
მომო

YouTube-ზე საბავშვო ვიდეოებში – Peppa Pig-სა და Fornite-ში „გამოწვევა“ მომოს გამოსახულებები ჩნდება მომენტალურად. ბრიტანელმა პოლიციელებმა მშობლები უკვე გააფრთხილეს. ამის შესახებ Independent-ი წერს

დემონი მომოს სახელით ცნობილი „გამოწვევის“ სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები არიან. მისი მიზანი საკომუნიკაციო საშუალებებში მოზარდებთან კავშირის დამყარება და მათთვის გრაფიკული სურათებისა და შეტყობინებების სახით დავალებების მიცემაა. თუ მოზარდი მასზე უარს იტყვის, მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდის.

ინტერაქტიული თამაშის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა. სფეროს სპეციალისტები „მომოს“ „ლურჯ ვეშაპსაც“ ადარებენ. 

პოლიციელებს აქვთ ეჭვი, რომ ფოტო კიბერ-კრიმინალები მომოს ფოტოს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოსაპარად იყენებენ. დიდ ბრიტანეთში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა შესაძლო საშიშროების შესახებ მშობლები უკვე გააფრთხილეს. 

ინტერნეტში მომოს სახელით ცნობილი გამოსახულება რეალურ სამყაროში იაპონელი არტისტის მიერ შექმნილი სკულპტურაა, რომელსაც ქალის სახე და ჩიტის ფეხები აქვს. ხელოვნების ნიმუშს სინამდვილეში დედა ჩიტი ჰქვია.

imedinews.ge