მოზარდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მთელი ღამე კომპიუტერით თამაშში გაატარა. უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც ტაილანდში მოხდა Daily Mail-ი წერს.

17 წლის პლაიატ ჰარიკინი არდადეგებზე მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერულ თამაშებს უთმობდა. დღე და ღამე ის მონიტორთან იჯდა და ონლაინ-თამაშებს თამაშობდა.

მშობლებს შვილთან საჭმელი მის ოთახში მიჰქონდათ და სთხოვდნენ, რომ შეესვენა, თუმცა ბიჭი მათ არ უჯერებდა და თამაშს განაგრძობდა.

4 ოქტომბერს მამა ბიჭის საძინებელში შევიდა და დაინახა, რომ მისი შვილი უგონოდ იყო.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •