“ყურადღება! ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ უნდა ჩაიფიქროთ სურვილი 21 მარტს… ეს თქვენი სურვილების ახდენის დღეა” – მიხეილ ცაგარელი განცხადებას ავრცელებს

1355
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ადამიანებს ინსტრუქციებს აძლევს, თუ როგორ უდნა ჩაიფიქრონ 21 მარტს სურვილები სწორად. მისი თქმით, 21 მარტს არის სავსემთვარეობა, ასევე გაზაფხულის ბუნიაობა და ასევე ასტროლოგიური ახალი წელი!

“ყურადღება! ვისაც გაინტერესებთ 21 მარტს როგორ ჩავიფიქროთ სწორად სურვილები, შეგახსენებთ, რომ 21 მარტს არის:

სავსემთვარეობა, ასევე გაზაფხულის ბუნიაობა და ასევე ასტროლოგიური ახალი წელი! გამოიყენეთ ეს დრო ეფექტურად და სწორად ჩაიფიქრეთ სურვილები, მანამდე კი წინასწარ მოემზადეთ კონკრეტულად, სწორად ჩამოაყალიბეთ და მოიფიქრეთ რა გინდათ. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!” – წერს ცაგარელი.