მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. 

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •