წყვილი

„პარტნიორთან სექსზე ლაპარაკი მნიშვნელოვანია. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტიმური ცხოვრების განხილვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სექსამდე და შემდეგ, არამედ სექსის დროსაც: რაც უფრო ბევრს საუბრობ საწოლში, უფრო მეტ სექსუალურ კმაყოფილებას მიაღწევ”-ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Focus-ი წერს. 

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომუნკაციის საშუალება შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს და ის ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად, გრძნობების გამოსახატავად ვერბალური კომუნიკაციის გამოყენება აუცილებელი არ არის. 

კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Journal of Sex & Marital Therapy-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა 398 ადამიანის სექსუალური ცხოვრება შეისწავლეს და შეეცადათ გაერკვიათ შესაძლო ურთიერთკავშირი სქესობრივი აქტის დროს ლაპარაკსა და შედეგად სექსუალურად დაკმაყოფილებას შორის.

„კვლევამ აჩვენა, რომ სექსის დროს ლაპარაკი პირდაპირ გავლენას ახდენს კმაყოფილების გრძნობის ინტენსივობაზე. მეტიც, საკუთარი შეგრძნებების განხილვა ზოგადად ურთიერთობებზე დადებითად მოქმედებს”-წერია სტატიაში.

მეცნიერები წყვილებს ურჩევენ ტრადიციული როლები დაივიწყონ და სექსში უფრო კრეატიულები გახდნენ.

imedinews.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •