მაშ შემდეგ რაც კრიმინალებმა ძაღლები მოწამლეს,პოლიციელებმა მიაგნეს დამნაშავეებთან ბრძოლის მეთოდს – ბატებს

121
პოლიციელი ბატები

ბლოგერი მანანა კალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

პროვინცია სინძიანის (ჩინეთი) სოფლებში, მაშ შემდეგ რაც კრიმინალებმა ძაღლები მოწამლეს, მიაგნეს დამნაშავეებთან ბრძოლის მეთოდს – ბატებს. ისინი პოლიციელი თანამშრომლების შტატში ჩარიცხეს. 
ბატებმა მოლოდინი გაამართლეს. მათი დახმარებით რამდენიმე ქურდობა იქნა აღკვეთილი.
სამართალდამცავების აზრით ზოგ შემთხვევაში ბატები უფრო ეფექტურები აღმოჩნდნენ ვიდრე ძაღლები. 
ბატები გამოირჩევიან აგრესიულობით, აქვთ კარგი მხედველობა და ტერიტორიის დაცვის მკვეთრად გამოხატული ინსტიქტი, უშუშრად უტევენ ნებისმიერ უცხოს, რომელიც მის ტერიტორიაზე შემოიჭრება, ძალიან ხმამაღლა ყიყინებენ, რაც მთავარია არ არიან მსუნაგები, სატყუარაზე არ ეგებიან და ამ გზით ბოროტმოქმედს მისი მოწამვლა არ შეუძლია. 
მოკლედ ბატების პოლიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.