მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება

95
ტაქსი

ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და დავაკმაყოფილეთ მათი ძირითადი მოთხოვნები. მათ ექნებათ ორი ალტერნატივა – სურვილის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ მიიღონ ფირის გადაკვრის ან გადაღებვის ვაუჩერი – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერმა ასევე მეორე რეგულაციაზე, მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩანაცვლებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წელიწად-ნახევარი, რაც მძღოლებს მიეცათ სრულიად საკმარისია, ხოლო ეს რეგულაციები გადავადების მიუხედავად, აუცილებლად ამოქმედდება და რეფორმის შეფეხერხებას ან გადავადებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან მანქანებს, 2021 წლის 1 იანვრამდე აქვთ დრო, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები ჩაანაცვლონ.- განმარტა მერმა.