ხმაურია ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ერთმანეთს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედისახლობლები და მოკლული ჩვილის მამის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

მოკლული ჩვილის მამის ახლობლები მომხდარში 16 წლის გოგოს დედას ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ქალს შვილის განზრახვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა კიდეც.

ისინი ამის დასტურად მოკლეტექსტურ შეტყობინებას ასახელებენ, რომელიც ბრალდებულს დედამ მისწერა.

“მესიჯში დედა შვილს გარკვეულ გაფრთხილებას აძლევს: ,,მამაშენს დაურეკე და ელაპარაკე და რითაც გინდა იმით დაუმტკიცე, რომ ცუდს არ აკეთებ. სული არ გასძვრეს”. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დედამ იცოდა, რას აპირებდა მისი შვილი. ნათიას ძალზე ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან. ჩვენს ოჯახში ყოველთვის ამბობდა, რომ დედა სძულდა. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ მასზე შურისძიებისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. მოვითხოვთ, ბრალდებულს მიესაჯოს ბრალით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი”, – განაცხადა ბრალდებულის მეუღლის მამიდამ.

ბრალდებულის დედა კი აცხადებს, რომ შვილთან კონფლიქტი არ ჰქონია და არასრულწლოვან შვილს მხოლოდ რჩევა-დარიგებებს აძლევდა.

საზარელი შემთხვევა 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •