რამდენიმე თვის წინ, “დედების ფონდის” დახმარებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალგაზრდა ქალბატონის ვანდა ძინძიბაძის ავადმყოფობის შესახებ. მისი ეკლესიური სახელი ბარბერეა და ბევრს სწორედ ამ სახელით ახსოვს მძიმე დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი სამი შვილის დედა, რომელსაც გვერდიდან არ სცილდებოდა მეუღლე, მამა პანტელეიმონი.

როგორც ჩვენთვსი ცნობილი გახდა, ბარბარე დღეს გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაცია მამა პანტელეიმონის “ფეისბუქიდან” გავრცელდა, სადაც მას მეუღლის გარდაცვალებას უსამძიმრებენ.

27 წლის სიცოცხლით სავსე, ენერგიული ახალგაზრდა ქალი თავიდან რევმატოლოგთან კონსულტაციაზე ხელის ტკივილების ჩივილით მივიდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ხერხემალზე მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.
როგორც ჩვენთან საუბარში, რამდენიმე თვის წინ მამა პანტელეიმონი აღნიშნავდა,  ბარბარეს ძვირადღირებული წამლები და თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სჭირდებოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ამას ვერ ახერხებდნენ. დიდი ძალისხმევისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად ბარბარე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. იგი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •