სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, რომელიც მაიკო ასათიანმა ახლახანს საავადმყოფოში ყოფნის დროს მიიღო. უცნობი ადამიანი წერს:

გამარჯობა მაიკო, ბევრჯერ მიფიქრია შენთვის მომეწერე და აი საბოლოოდ გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემი ცხოვრებაც ისეთივე ეკლიანი, როგორც შენი.

იქნებ დროა წახვიდე შენს შვილთან, მაგრამ ვიცი შენ ჩემზე ძლიერი ხარ და ამაზე არასდროს იფიქრებ. ალბათ ნუციკო ყოველ წამს გიყურებს ზევიდან და ის გაძლევს ძალას რომ ცხოვრება გააგრძელო. ასეთ მძიმე პერიოდშიც კი, როდესაც საავადმყოფოში იმყოფები და ძალიან ახლოს იყავი შენს ნუციკოსთან, მაინც არ დაკარგე საკუთარი თავი და ბოლომედე იბრძოლე სიცოცხლისთვის. მეც დამეღუპა ერთადერთი შვილი, ჩემი მზე და მეგონა მაშინ დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ როდესაც შენ გიყურებ ვხვდები, რომ მომავლის იმედი უნდა მქონდეს. ჩემთვის ვარსკვლავივით ხარ, რომელსაც მივყვები და მასწავლის როგორ დავძლიო ეს უმძიმესი ტკივილი. ბრავო მაია, შენ სამაგალითო დედა და ადამიანი ხარ.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •