Მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა პრინცესა დიანას როლის მირგება გადაწყვიტა ახალი ბიოგრაფიულ ფილმში, სახელად “Spencer”.
Ფილმი იქნება პრინცესა დიანას ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც მან ქმართან გაყრა გადაწყვიტა.
Ფილმის რეჟისორი პაბლო ლარეინია. Მისი თქმით კრისტენი ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია და დიანას როლს მშვენივრად მოირგებს.

“ყველა გოგონა ოცნებობს თავისი პრინცის პოვნაზე. Აი გოგონამ იპოვა კიდეც ის. პრინცმა მას დედოფლობა შესთავაზა, მაგრამ ზღაპარი ასე არ სრულდება… Ეს არის ისტორია, იმის შესახებ თუ როგორ თქვა გოგონამ დედოფლობაზე უარი და გადაწყვიტა საკუთარი თავი ყოფილიყო. Კრისტენს შეუძლია ერთდროულად უმწეო და ძლიერი ქალი იყოს. Მას აქვს მისტიურობა, სიძლიერე და ფემინურობა, რაც ამ როლს სჭირდება. Დარწმუნებული ვარ ის რაიმე მშვენიერს შექმნის”-თქვა მან.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •