პლანეტა x

ბრიტანელი და აშშ ასტროფიზიკოსთა აზრით, მზის სისტემის მეცხრე პლანეტა, იგივე პლანეტა იქსი, ბოულინგის ბურთის ზომის პირველადი შავი ხვრელი შეიძლება იყოს (arXiv).

 ამ ჰიპოთეზას იმით ასაბუთებენ, რომ, პირველ რიგში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტრანსნეპტუნური ობიექტების ორბიტების ანომალიები დაიმზირებოდა. ამ ანომალიის ერთ-ერთ მიზეზად, იქ მეცხრე პლანეტის არსებობა განიხილება (ორი შორეული ასტეროიდი და მეცხრე პლანეტა).

 მეორეც, პროგრამა OGLE (ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტი)-ს ჩარჩოებში, მიკროლინზირების (გრავიტაციული ლინზირება) 6 შემთხვევა იქნა აღმოჩენილი – შორეული ობიექტების სინათლის დეფორმაცია დედამიწასთან ხლოს მდებარე ობიექტების მიზიდულობის ძალით. ასეთი ობიექტები შეიძლება იყოს მოხეტიალე პლანეტები ან პირველადი ხვრელები (რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ), რომლებიც სამყაროს გაფართოების დაწყებისას, ზემკვრივი მატერიისგან წარმოიქმნა.

 მეცნიერები თვლიან, რომ ერთ-ერთი პირველადი ხვრელი, რაც ირმის ნახტომში იშვიათობას არ უნდა წარმოადგენდეს, მზის მიერ იქნა გამოჭერილი. ანომალიის ახსნა მოხეტიალე პლანეტის ან პირველადი შავი ხვრელის გამოჭერით თანაბრად სავარაუდოა. თუმცა, ეგზოტიური ობიექტის შემთხვევაში, ბნელი მატერიის ანიჰილაციით გაჩენილი გამოსხივება უნდა დაფიქსირდეს, პირველად შავ ხვრელებზე არა ნაკლებად ჰიპოთეტური მატერიისა, რომელიც ხვრელის გარშემო ჰალოს სახით უნდა არსებობდეს (მზეზე დაცემული შავი ხვრელები).

astronet.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •