ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელი წერს:

კაცი ამდენი ხანია ზის არარსებულ დანაშაულზე მავანთა სურვილით შეთითხნილი ბრალდებით, ვერც დანაშაულის ფაქტი დასტურდება და დამნაშავე ხომ მით უმეტეს.
ამდენი ხანია ითხოვს კაცი სამართალს და ერთადერთი რასაც აღირსეს, ისიც ძლივს ეს ზირებაა და ეს უნდა გვიხაროდეს თურმე!
ადრეც ვთქვი რაღაცნაირი საცოდავი ხალხი ვართმეთქი მაგრამ ეხლა ამის გამო არ ვწერ ამას…

რომ შევიდე ხვალ ტაძარში რა უნდა ვქნა ღმერთო მითხარი!
ლოცვა ხომ სახლშიც შემიძლია, სანთლის დანთებაც და შენთან საუბარიც! ტაძარი ხომ საცხოვრებელი კორპუსივით ქვების გროვა არ არის, ის შენი სახლია და ჩემშია რაკი გარეთ ვერ გიპოვე.
რა მინდა ტაძარში რომელსაც ეშმაკები დაეპატრონენ და სადაც შენ აღარ ხარ?!

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •