„კავეას“ drive-in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე და იუსტიციის სახლის პარკინგზე გაიხსნება.


მალე, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს, 20:00 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •