იუპიტერის რეტროგრადირება დაიწყო – რას უნდა ელოდოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

902
იუპიტერი

10 აპრილიდან იუპიტერის რეტრიგრადირების პერიოდი დაიწყო. ამ მოვლენის გავლენას ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს, თუმცა განსაკუთრებით მშვიდოსნები, თევზები და ტყუპები იგრძნობენ. ვნახოთ რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.

1. ვერძი – მიხვდებით, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდებათ. იგრძნობთ, რომ გადაიღალეთ და დროა დაისვენოთ, განიტვირთოთ. ეს პერიოდი დაგაფიქრებთ და შესაძლოა, პრიორიტეტები შეცვალოთ.

2. კურო – იუპიტერის რეტროგრადირების პერიოდი არ იქნება თქვენთვის კომფორტული, ბევრ შეცდომას დაუშვებთ, მაგრამ სანაცვლოდ, პიროვნულად და პროფესიულად უფრო გაიზრდებით და ამ შეცდომების წყალობით ბევრს ისწავლით. მოსალოდნელია, რომ ადამიანები წარსულიდან შეგახსენებენ თავს. გირჩევთ მათთან ურთიერთობას თავი აარიდოთ.

3. ტყუპები – იუპიტერის რეტროგრადირების პერიოდი თქვენს ცხოვრებაში დააბრუნებს ადამიანს, რომელიც ძალიან გენატრებათ. მიხვდებით, რომ თავი უნდა დააღწიოთ იმ ადამიანებსა და საქმეს, რომელიც ცხოვრებას გირთულებთ. უფრო უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს და ჰარმონიას იპოვნით.

4. კირჩხიბი – თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდება, რაც გამოგაფხიზლებთ და მოტივაციას შეგმატებთ. იუპიტერის რეტგოგრადირების პერიოდში ელოდეთ საინტერესო და წარმატების მომტან შემოთავაზებას და აუცილებლად დათანხმდით მას.

5. ლომი – თქვენთვის სამყარო ამ პერიოდში ხიფათით იქნება სავსე. ბევრი სირთულის დაძლევა და ტკივილთან გამკლავება მოგიწევთ. აუცილებლად იპოვნით საკუთარ თავში უფრო მეტ ძალას და ყველა პრობლემას გაუმკლავდებით. ვიცით, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, მაგრამ აქედანვე შეეგუეთ იმ აზრს, რომ ახლა თქვენთვის არავის სცალია.

6. ქალწული – იგრძნობთ, რომ რასაც აკეთებთ არ არის საკმარისი, რომ მეტის გაკეთების უნარი შეგწევთ და საკუთარი თავისადმი კიდევ უფრო მომთხოვნი გახდებით. მიიღებთ ახალ შესაძლებლობებს. საერთო ჯამში, თქვენთვის წარმატებული პერიოდი იწყება.

7. სასწორი – უფრო მეტად ენდეთ ინტუიციას, რადგანაც ინსტიქტები ახლა ყველაზე მეტად გექნებათ გამძაფრებული. აღმოჩნდებით ისეთ ადგილას, სადაც ყოველთვის გინდოდათ ყოფნა. თქვენ გარშემო სასიამოვნო ადამიანები იქნებიან, რომლებიც თქვენს ახალ წამოწყებებს მხარს დაუჭერენ. ის, რის გაკეთებასაც დიდი ხანია ცდილობთ და არ გამოგდით, სწორედ ახლა გამოგივათ.

8. მორიელი – იუპიტერის რეტროგრადირების პერიოდი დასვენებისა და რელაქსაციისთვის გამოიყენეთ. დროა ძალები აღიდგინოთ. განტვირთვა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობთ ბედნიერებას. მოუსმინეთ გულს და გულის კარნახით იმოქმედეთ.

9. მშვილდოსანი – რეტროგრადირების პერიოდში გამოჩნდება ადამიანი წარსულიდან და გააცნობიერებთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრობდით. ელოდეთ მოულოდნელ და სასიამოვნო სიახლეს.

10. თხის რქა – თქვენთვის საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. ცხოვრება სტრესითა და დაძაბულობით იქნება სავსე. მოგიწვეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და დაგრჩებათ განცდა იმისა, რომ შეცდომები დაუშვით. გირჩევთ თავი დაანებოთ ადამიანების ყველა სურვილის შესრულებას და დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ.

11. მერწყული – იუპიტერის რეტროგრადირების პერიოდში ეცადეთ განიტვირთოთ, დაკავდეთ მედიტაციით. ეს მოგიტანთ ბედნიერების განცდას, ახალ იდეებს და რაც მთავარია, მოტივაციას.

12. თევზები – თქვენთვის რთული პერიოდი იწყება. ეცდებით, რომ წარმოუდგენლად ბევრი საქმე შეასრულოთ, საკუთარ თავს აჯობოთ, მაგრამ არ გამოგივათ და ამის გამო საკუთარი თავის რწმენას დაკარგავთ. ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთებას სჯობს გააკეთოთ ერთი და ხარისხიანად.

Trend.ge