ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ანა შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში შაბათს 2 ქართველი ტურისტის მანქანების ძარცვის ფაქტზე დაკავებაზე წერს:

“მეწყინა, ძალიან მეწყინა. შაბათს აშოდის “პლიაჟის” ავტოსადგომზე ორი ქართველი ტურისტი დააკავეს მანქანების ძარცვის დროს . ნუ რა თქმა უნდა ნაქურდალი ნივთებიც თან ქონდათ. იცით რა არის? ქურდი არაც ერთ ქვეყანას არ აკლია და ბოდიშით სიტყვაზე და მამაძაღლი, მაგრამ ჩამოსული რომ ხარ, უამრავი ქართველი არალეგალი რომაა შენს ზურგს უკან, რომლებიც ისედაც ბეწვის ხიდზე დგანან, მათ რაღას უფუჭებ? მით უმეტეს სამუშაოები თავსაყრელადაა ტურისტებისთვის…

ახლა ატყდება ისევ ქართველების დაწიოკება და მერე ისევ ისრაელი იქნება დამნაშავე. ხალხო, ერთი რამ გაიგეთ, ამათ, ანუ ისრაელს რომ აქ მყოფი ტურისტების გამოპანღურება უნდოდეს, ერთ ღამეში, ერთ ქართველების კონცერტს გაუკეთებდნენ გაწმენდას სადაც ტურისტები თავისუფლად დადიან და გამოუშვებდნენ, მაგრამ თუ რამე “ჩაშვება” და პირდაპირი მინიშნება არაა, ხელს არავი არ კიდებთ.

თორემ ზოგი ემიგრანტი ტურებს ავსებს აქ ეილატისთვის.! ზოგიც ჩრდილოეთისთვის და დადიან და სეირნობენ თავისუფლად. დღეობებს იხდიან ისეთს, მე რომ არ გადამიხდია არასდროს..მაგრამ ვინ კიდებს ხელს? აი, ახლა მოყვება ამ ამბავს კიდევ დაჭერები, იმიტომ რომ ისინი მოხვდნენ ციხეში და დაკითხვაზე დაფქვავენ ყველაფერს. პოლიციაში და დაკითხვაზე დაფქვილზე თვალს ვეღარავინ ვერ დახუჭავს. სულ ესააა.”

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •