თიკა ჯამბურიას ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია უცნობის გარეშე – რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა

49

სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც დღეს თიკა ჯამ­ბუ­რია მარ­ტო ას­რუ­ლებს, ადრე დუ­ე­ტი იყო, რო­მელ­საც თიკა უც­ნობ­თან ერ­თად მღე­რო­და. “გა­ვუს­წროთ დროს” ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტში პირ­ველ ად­გილ­ზე იყო. სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლია, ტექ­სტის – პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც თიკა ჯამ­ბუ­რია ამ­ბობს, მისი ძვე­ლი და ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ახალ ვერ­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც სოფო ტო­რო­შე­ლი­ძემ შექ­მნა, ვი­დე­ორ­გო­ლიც გა­და­ი­ღო. ახა­ლი ვერ­სია გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლია, შე­მო­დის ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ელე­მენ­ტე­ბი, ჟღერს საყ­ვი­რი…

თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მომ­ღე­რალ­მა ამ ძვე­ლი ჰი­ტის გა­ახ­ლე­ბა და რა­ტომ -უც­ნო­ბის გა­რე­შე, ამა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე სა­უბ­რობს:

– ჩემი და უც­ნო­ბის დუ­ე­ტი “გა­ვუს­წროთ დროს” ახლა უკვე სხვაგ­ვა­რად ჟღერს, სხვა ვერ­სი­აა. გარ­და იმი­სა, რომ მას­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ, “ლა­ივ­შეს­რუ­ლე­ბა­საც” მო­ის­მენს მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­ცე­მა “აკუს­ტი­კა­ში”. ჩემს ბენდთან ერ­თად შე­ვას­რუ­ლებ.

ცოტა ხნის წინ, პრო­დი­უ­სერ­მა ნატო დუმ­ბა­ძემ მი­თხრა, რომ სიმ­ღე­რა “გა­ვუს­წროთ დროს” ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, შენს ად­გი­ლას მის ახალ ვერ­სი­ას გა­ვა­კე­თებ­დიო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძველ სიმ­ღე­რებ­ში მას ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მე­ნენ, იდეა მო­მე­წო­ნა და სოფო ტო­რო­შე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დი. სო­ფომ მი­თხრა, – მეც მინ­დო­და, შენ­თვის იგი­ვე მეთ­ქვა, რომ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი ჩა­გე­წე­რაო… მოკ­ლედ, ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც ყვე­ლა შევ­თან­ხმდით და ერ­თობ­ლი­ვად გა­ვა­კე­თეთ.

ხოლო თუ რო­დის და რო­გორ ჩა­ი­წე­რა დუ­ე­ტი, მომ­ღე­რა­ლი ამას ასე იხ­სე­ნებს: “სავ­რა­უ­დოდ, 2003 წელი იყო, საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია “არტ-იმე­დი” არ­სე­ბობ­და, რო­მელ­მაც რი­ყე­ზე მო­ა­წყო კონ­ცერ­ტი “პე­პე­ლა” – სცე­ნა­ზე ულა­მა­ზე­სი პე­პე­ლა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, გა­მოვ­დი­ო­დით… მე და უც­ნო­ბიც გა­მო­ვე­დით და ეს დუ­ე­ტი შვას­რუ­ლეთ. მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი და ჩემი პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე იყო.

ეს სიმ­ღე­რა თა­ვი­დან ნა­ტომ შე­მირ­ჩია, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­თან მი­ვი­და და თვი­თონ­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ უც­ნობ­თან ერ­თად, დუ­ეტ­ში მემ­ღე­რა. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და. უც­ნო­ბი, მა­შინ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, და­თან­ხმდა შე­თა­ვა­ზე­ბას, იდეა მა­საც მო­ე­წო­ნა, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო”.

– რა­ტომ და­თან­ხმდა უც­ნო­ბი ეს სიმ­ღე­რა შენ­თან ერ­თად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა?

– მა­შინ მეც პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე ვი­ყა­ვი, დუ­ე­ტიც არ ჰქონ­და და თან, სიმ­ღე­რა არ იყო ცუდი. როცა ვიმ­ღე­რე და მო­ის­მი­ნა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მერე ერ­თად ჩავ­წე­რეთ, რამ­დე­ნი­მე დღე ვწერ­დით, რად­გა­ნაც იდე­ა­ლუ­რი გვინ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო და ასე­თიც გა­მო­ვი­და, ჩა­წე­რას ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და. მშვი­დად და წყნა­რად ვმუ­შა­ობ­დით. მერე ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა­საც ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ იმ კონ­ცერ­ტის ვი­დეო ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ისე “დატ­რი­ალ­და”, რომ ამან ვფიქ­რობ, ცოტა დაგ­ვა­მუხ­რუ­ჭა და დარ­ჩა ის სა­კონ­ცერ­ტო შეს­რუ­ლე­ბა. სიმ­ღე­რა მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტებ­ში პირ­ველ ად­გი­ლას იყო. მიყ­ვარს ის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კაბა მეც­ვა, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რას­თან ერ­თად, თა­ვი­სე­ბუ­რად იმ ვი­დე­ორ­გო­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა – ყუ­რა­დღე­ბას ნამ­დვი­ლად იქ­ცევ­და. თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის მიერ შექ­მნი­ლი კაბა იყო, რო­მელ­საც ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი ჰქონ­და მიკ­რუ­ლი. მახ­სოვს, დიდი მან­ქა­ნით მო­ი­ტა­ნეს სცე­ნამ­დე, რომ ყვა­ვი­ლე­ბი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და არ ჩა­მოც­ვე­ნო­და. იმ მწვა­ნე კა­ბით სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი­ვით გა­მო­ვე­დი. უბ­რა­ლოდ, ახლა სოლო ვერ­სი­აა, რო­მელ­შიც მარ­ტო მე ვმღე­რი.

– ახა­ლი ვერ­სი­ის ჩა­წე­რი­სას უც­ნობს რა­ტომ არ შეს­თა­ვა­ზე – ისევ ერ­თად გემ­ღე­რათ?

– მინ­დო­და, დუ­ეტ­ში ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხე, მის შვილ­საც ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი ვერ შედ­გა.

– ამ სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში მა­საც ხომ მი­უ­ძღვის წვლი­ლი, რომ მო­ის­მენს, პრე­ტენ­ზია არ გა­უჩ­ნდე­ბა?

– ამის შე­სა­ხებ, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­საც ვკი­თხე და ნატო დუმ­ბა­ძე­საც. პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბაო და გა­დავ­წყვი­ტე, ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მო­ვი­ქე­ცი. ხომ გი­თხა­რით, კლი­პის გა­და­ღე­ბაც მინ­და, სა­დაც მე არ გა­მოვ­ჩნდე­ბი, სხვა მინ­და, ვა­თა­მა­შო. სიმ­ღე­რა Youtube-ზე უკვე დევს და მსმე­ნელ­მა კარ­გად მი­ი­ღო.

ვინც მო­ის­მი­ნა, მოს­წონს. საყ­ვირ­ზე ილია ში­ო­ლაშ­ვი­ლი უკ­რავს, არან­ჟი­რე­ბა ნიკა მარ­გვე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის.

– აღ­ნიშ­ნე, – მა­შინ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში ვი­ყა­ვიო. ახლა რა­ტომ არ სარ­გებ­ლობ ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რო­ბით?

– ძნე­ლია ამ­დე­ნი წელი ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, ასეთ პიკს მგო­ნი, ამე­რი­კა­შიც ვერ ინარ­ჩუ­ნე­ბენ მუ­სი­კო­სე­ბი. პო­პუ­ლა­რო­ბის რა­ღაც ეტაპს რომ მი­აღ­წევ, მერე ნელ-ნელა დაბ­ლა ჩა­მო­დი­ხარ. თუმ­ცა მა­ინც მი­ხა­რია, რომ ხალ­ხს ვახ­სო­ვარ, რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ, არ ვჩერ­დე­ბი. დღეს ჩვენს სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ცი­აც არ არის ისე, რო­გორც ადრე და მომ­ღე­რა­ლიც სტი­მულს კარ­გავ. ამას­თან, შე­მო­სა­ვა­ლიც არ არის იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც უნდა იყოს.

– ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი – რას საქ­მი­ა­ნობ?

– რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ხომ ვამ­ბობ, სულ ვმუ­შა­ობ, ვმღე­რი დიმა კო­ბე­შა­ვი­ძეს­თან, გა­მოვ­დი­ვართ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე. გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი. ასე­ვე ვცდი­ლობ, ვის­წავ­ლო, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლი­თაც სიმ­ღე­რა­ზე ვი­მუ­შა­ვებ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. მინ­და, თვი­თონ შევ­ქმნა ის, ამა­ზე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ.

– შენი შვი­ლის ასაკ­ში უკვე ცნო­ბი­ლი პა­ტა­რა მომ­ღე­რა­ლი იყა­ვი. შენს გო­გო­ნას აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი? არ გინ­და, ისე­თი­ვე “მუ­სი­კა­ლუ­რი” ბავ­შვო­ბა ჰქონ­დეს, რო­გო­რიც შენ გქონ­და?

– ნინა 8 წლის ხდე­ბა მა­ის­ში. ჩემ­გან ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მორ­ცხვია, სცე­ნა დი­დად არ უყ­ვარს და ამი­ტომ არც ვა­ძა­ლებ. და­დის “მზი­ურ­ში”, სკო­ლა­ში, კარ­გად სწავ­ლობს, მეც ვცდი­ლობ, რომ რაც მოს­წონს და უყ­ვარს, იმა­ში ხელი მე­ტად შე­ვუ­წყო. ბოლო დროს მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი მო­ინ­დო­მა. ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, – პი­ა­ნის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა­ღაც არ გა­მო­მი­ვი­და, ნი­ნას თა­ვი­სით გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი მუ­სი­კო­სი იყოს, რაც ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა…