თიკა ფაცაცია

3 წლის იყო თიკა ფაცაცია, როცა ტრაგედია მის ოჯახში დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფაცაციას დედა იხსენებს, შემთხვევა ერთ-ერთ პიონერთა ბანაკში მოხდა, სადაც ბავშვები ხელმძღვანელთან ერთად ისვენებდნენ. 

– 9 წლის იყო. ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო. მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გამოიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო, მეორე რუსთავში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნდა – ამბობდა, არასდროს მიგრძვნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა – იხსენებს მომღერლის და ტელეწამყვანის დედა. 
თიკას კიდევ ჰყავს ერთი ძმა ლევან ფაცაცია, რომელიც კალათბურთელია. 

reitingi.ambebi.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •