თბილისში +21, დასავლეთ საქართველოში +24 – სამი დღის ამინდის პროგნოზი

44
ამინდი

დღეს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 14 მარტამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება.