თბილისში მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

111

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლი მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.