თბილისში გაზით ცოლ-ქმარი მოიწმალა – “გახსოვდეთ, ბუნებრივი აირის ნამწვი გაზზე უფრო საშიშია!”

93
გაზი

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ გაზის დანადგარები ფრთხილად გამოიყენონ. კომპანიის განცხადების თანახმად, გუშინ ღამით თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა 4-ში, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა.

კომპანიის თქმით, ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ნახეს, რომელიც რომლის საკვამლე მილი დაერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხში, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. ეს წყალგამაცხელებელი სპეციალისტებმა ჩაჭრეს.

“ყაზტრანსგაზ-თბილისში” ასევე ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონეები უარს ამბობენ შემოწმებაზე. კომპანიის თქმით, ხშირად სწორედ ეს ადამიანები არღვევენ უსაფრთხოების წესებს. “აკრძალული გაზის დანადგარების ჩაჭრას კი, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ. გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი (CO) ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია”, – წერია კომპანიის განცხადებაში.