ქარშხალი

ცხოვრებას უყვარს ხოლმე, როცა მოულოდნელ სიურპრიზებს გვიწყობს. ეს სიურპრიზები კი ყოველთვის სასიამოვნო არ არის. გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც ქარიშხალი დაატყდებათ თავს. 

ვერძი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მედგრად უნდა დაუხვდნენ ქარიშხალს, რომელიც 17 ივლისს მათ ცხოვრებაში შეიჭრება. მართალია (მეტაფორულად), ის ღრუბლებს გაფანტავს და ჰაერსაც გაასუფთავებს, მაგრამ ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო პროცესი. პარტნიორი წარსულში ჩადენილი შეცდომებისთვის მოგთხოვთ პასუხს, თქვენ კი მის აწმყოში აღმოაჩენთ უსიამოვნო ფაქტებს. შესაძლოა ჩხუბისას ერთმანეთი არ დაინდოთ და ისეთი სიტყვებით “შეამკოთ,” რომელსაც მომავალში აუცილებლად ინანებთ. მოუხმეთ შინაგან ძალას და თავის გაკონტროლება სცადეთ. ნუ იყვირებთ, ნუ იტირებთ, პრობლემების მოგვარებაზე იყავით ორიენტირებული.

Astrologia

თევზი
17 ივლისს მოგაკლდებათ საყვარელი ადამიანის ყურადღება, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ. გეწყინებათ ისიც, რომ ვერც კი მიხვდება, რის გამო გახდით მდუმარე ან სიტყვაძუნწი. თუ დროულად არ ამოიცნობს თქვენს გულისნადებს, საყვედური აუცილებლად წამოგცდებათ. სწორედ ეს შენიშვნა გამოიწვევს ქარიშხალს. გახსოვდეთ, თუ ციკლონი დატრიალდება, მას მსხვერპლი  აუცილებლად მოჰყვება. მკაცრად გააკონტროლეთ საკუთარი ტონი. ნუ გამოიყენებთ ცინიზმს პარტნიორთან შესაბრძოლებლად.

Astrologia

თხის რქა
მეორე ნახევარი ძალიან აგიშლით ნერვებს, შესაძლოა ჭკუიდანაც გადაგიყვანოთ. იფიქრებთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლიათ და ერთადერთი გონივრული გამოსავალი დაშორებაა… მაგრამ ნუ იჩქარებთ. არ არსებობს იდეალური ურთიერთობები, ყველა წყვილი კამათობს, ჩხუბობს, ერთმანეთს აგიჟებს, შემდეგ კი მიტევებითა და ბოდიშის მოხდით, ადამიანები ერთმანთს მიყენებულ ჭრილობებს უამებენ. თუ პარტნიორი გიყვართ, მისთვის იბრძოლეთ.

Astrologia

კურო
კუროს გაბრაზება ძალიან რთულია, მაგრამ თუ ყელში ამოუყვანეს, შეუჩერებელია! ნებისმიერ ქარიშხალზე  დაუნდობელი ხდება. 17 ივლისს უთანხმოებას ელოდეთ. თუ გსურთ, რომ კამათი ზღვარს არ გადავიდეს, გაეცალეთ საყვარელ ადამიანს და მხოლოდ მაშინ, როცა ორივე დამშვიდდებით, გაუზიარეთ ერთმანეთს, რა გტკივათ, რა გაწუხებთ და რას შეცვლიდით.

astrologi.ambebi.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •