მერამდენედ ვიპოვე ამ გოგოს სურათი, საფლავებშია ჩამარხულიო – რა ხდება რეალურად ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე

499

რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით? აქვს თუ არა ძალა, გრძნეულის ჩარევის 
გარეშე, დამოუკიდებლად გაკეთებულ ჯადოს? და საერთოდ, რა უნდა იცოდეს
მორწმუნე ადამიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით? არა აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან არის დამზადებული ჯადო – მას ერთნაირი
ზემოქმედება აქვს. ჯადო ეს არის ეშმაკის ხრიკი და 
ზემოქმედება ამა თუ იმ მასალაზე, რომლის მიზანია, რომ დათრგუნოს ადამიანი 
და ააცდინოს ღვთიურ გზას. სხვათაშორის ჯადოს ზემოქმედებას ეკლესია აღიარებს.

ვინც არ იცით რატომ გადავწყვიტე სტატიის წერა მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ უცნობი ადამიანის მიერ ატვირთულმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ფოტოს წინ წამძღვარებული ჰქონდა შემდეგი სიტყვები: “მეგობრებო, 
ხომ არ გეცნობათ შემთხვებით ეს გოგო? სასაფლაოზე მარხავს ვიღაცა ამ გოგოს 
სურათებს და პურისგან გაკეთებულ ადამიანს, რომელსაც მგონი ბავშვი უჭირავს 
ხელში. მესაფლავემ იპოვა უამრავ ადგილას.”

ფოტო უამრავმა ადამიანმა გააზიარა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ მისმა ავტორმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვყნა სოც. ქსელში: “მეგობრებო, არ მეგონა ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა ეს ფოტო და ამდენ 
ადამიანს თუ სჯერა, რომ მართლა საფრთხეშია ეს გოგონა. მე არ ვიცი მჯერა თუ 
არა ჯადოსი, მართალი რომ გითხრათ, უბრალოდ თავს ვერ დავდებ რომ არ 
არსებობს. მოკლედ ეხლა ჩემი პრობლემა რა არის: დილიდან მწერს ათასი 
ადამიანი და ფრენდ რიქუესთებს მიგზავნის(ნეტა ეს ფრენდ რექუესთი რა საჭიროა
საერთოდ) კიდე უფრო მეტი. ყველას აქვთ ერთი და იგივე კითხვები: ეს 
ხუმრობაა? შენ ნახე ეს ფოტო? იპოვეს გოგონა? 
მეგობრებო, მე არაფერ შუაში არ
ვარ. უბრალოდ მივედი სასაფლაოზე, იქ დამხვდა აღშფოთებული მესაფლავე კატია, 
ნახე რა ვიპოვეო, თან მერამდენედ ვიპოვე ამ გოგოს სურათიო. საფლავებშია
ჩამარხულიო. ფოტოსთან ერთად პოულობს ამ პურის ფიგურებს. ერთ-ერთს გადავუღე 
ფოტო მე და ავტვირთე ფეისბუქზე, იმ მიზნით, რომ ვაიდა, არსებობს ეს 
ჯადო-შმადო, ამ გოგონამ იქნებ ამოიცნოს საკუთარი თავი, ან ვინმემ იცნოს და 
რავიცი მე…. არასასიამოვნოა ბოლოს და ბოლოს რომ ვიღაც შენს ფოტოებს რაღაც
საშინელებასთან ერთად ვიღაცის საფლავებში მარხავს. 
ხოდა გთხოვთ ეხლა 
დამანებეთ თავი(NO OFFENSE, არაფერი პირადული) და დამატებითი 
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს მესაფლავე 
კატიას.”

ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ჯერაც არ არის ცნობილი არც ჯადოს გამკეთებლის და არც მისი მსხვერპლის ვინაობა. ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტი დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება და ვიმედოვნებ, რომ მსხვერპლი მალე გაიგებს რა ხდება მის გარშემო და რაიმე ზომებს მიმართავს.

news.coa.ge