(ვიდეო) ტიპებმა იმენნა გამომაგდეს, ამათი დედას მე *** – აღშფოთებული მიშა მესხი ტვ პირველზე

ამ სტუდიაში მეორეჯერ აღარ მოვალ – მსახიობ მიშა მესხის თქმით ის ტვ პირველის სტუდიიდან გააგდეს

906

მსახიობ მიშა მესხის თქმით, ის ტელეკომპანია პირველის სტუდიიდან გააგდეს და უთხრეს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ის გადაცემა “პირველებში” იყო მიწვეული, რომლის სასაუბრო თემაც რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ, კინოინდუსტრიის დაფინანსების შესახებ გაჟღერებული ინიციატივა იყო.

“ტიპებმა გამომაგდეს სტუდიიდან, განსხვავებული აზრი ადამიანმა არ უნდა თქვას?! დამაბრალეს, არაფხიზელი ხარო” – ამბობს მიშა მესხი.