(ვიდეო) თბილისში, სატვირთოს მძღოლი მანქანის შეკეთების დროს, მის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა

277

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე სატვირთოს მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოჰყვა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მძღოლი ამ დროს სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და შეკეთებას ცდილობდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.