(ვიდეო) ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულება გაასაჯაროვეს – ისტორიული მოვლენა პირდაპირ ეთერში

116

საერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს. სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებული. პრესკონფერენციას, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გადასცემს.

შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.