თამო ვაშალომიძის მამა ” პროფილში” გოგონას ცხოვრების შესახებ საუბრობს, მისი თქმით, ის სულ პატარა იყო როცა დედამისი ცოლად მოიყვანა .

კაკო ვაშალომიძე ამბობს, რომ თამოს არაფერი აკლდა.

“თამო კარგი გოგონაა, მაგრამ რას ნიშნავს მძიმე ცხოვრება ჰქონდაო რომ ამბობენ. ყველაფერი ჰქონდა იმაზე მეტი ვიდრე ჩემს სხვა შვილებს. ერთხელ სთხოვა დედამისს 10 ლარი მმომეციო და მაშინ მართლა არ გვქონდა სახლში ფული, მან უთხრა ხვალ მოგცემ, ზეგ მოგცემ ახლა არ მაქვსო. მას კი სადღაც დაუწერია ავად ვიყავი და დედამ ფული არ მომცაო. მე ადამიანს გვარი მივეცი, იმიტომ რომ იქ როცა აწერდა თამუნა, თავის გვარს არ წერდა, ვაშალომიძეს წერდა ” – ამბობს კომპოზიტორი.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •