(ვიდეო)დედას ბავშვი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი მოაბრუნეს

91

სამგზავრო ლაინერი, რომელიც რეისს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედადან კუალა ლუიმპურის მიმართულებით ასრულებდა, უკვე ჰაერში იყო, როდესაც ბორტზე მყოფმა ქალმა შენიშნა, რომ შვილი თან არ ახლდა.

დედამ თვითმფრინავის ეკიპაჟს შეატყობინა, რომ ბავშვი აეროპორტში დარჩა. სამგზავრო ლაინერის მფრინავმა, მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტს სასწრაფო შეტყობინება გადასცა, რომ თვითმფრინავი უკან უნდა დაესვა.

საჰაერო ტრაფიკის კონტროლის ცენტრში შესული შეტყობინების ვიდეოც გავრცელდა. მართვის ცენტრსა და პილოტს შორის დიალოგი ასე ჟღერს:

-სამგზავრო თვითმფრინავი უკან დაბრუნებას ითხოვს. მგზავრს ბავშვი აეროპორტის მოსაცდელში დარჩა, საბრალო…. გთხოვთ დაადასტუროთ უკან დაბრუნების მიზეხი.

-ბორტზე მყოფი ქალი აცხადებს, რომ მისი ბავშვი ტერმინალში დარჩა და იგი უარს აცხადებს ფრენის გაგრძელებაზე. ღმერთო, დაგვიფარე! შეიძლება რომ დავბრუნდეთ?

-დაბრუნდით. ასეთი რამ აქ პირველად ხდება.

ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა Daily Mail  ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები უცნობია.