ეშერას ლაბორატორია – საიდუმლო ობიექტი აფხაზეთში, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება

273

აფხა­ზეთ­ში მდე­ბა­რე მღვი­მის სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა და ასე­ვე სა­ი­დუმ­ლო სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კვლავ ამო­უხ­სნე­ლი რჩე­ბა.

ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ეშე­რას ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის არას­რულ­ყო­ფი­ლად ვრცელ­დე­ბო­და, რა­მაც შემ­დეგ წლებ­ში მის გარ­შე­მო უამ­რა­ვი მი­თის წარ­მოქ­მნა გა­ნა­პი­რო­ბა. ერთ-ერთი ამ მით­თა­გან უკავ­შირ­დე­ბა 1988 წელს სომ­ხე­თის ქა­ლაქ სპი­ტაკ­ში მომ­ხდარ მი­წისძვრას, რო­მე­ლიც თით­ქოს, სწო­რედ ეშე­რას ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან იმარ­თე­ბო­და.

საბ­ჭო­თა წლებ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მხო­ლოდ სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და, რათა იქი­დან ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცია შე­იც­ვა­ლა და უკვე ტექ­ტო­ნი­კუ­რი ია­რა­ღის შე­საქ­მნე­ლად იყე­ნებ­დნენ.

კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მღვი­მე­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ბა­ზა­ში, გარ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა, ჰქონ­დათ აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც 1500 კი­ლო­მე­ტის რა­დი­უს­ზე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბას აფიქ­სი­რებ­და. მა­შინ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის ქვეშ იყო ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი.ასევე დაგაინტერესებთ

იმ წლებ­ში აღ­ნიშ­ნულ დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და სა­მუ­შა­ო­ებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 25 ოფი­ცე­რი აწარ­მო­ებ­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ტექ­ტო­ნი­კუ­რი ია­რა­ღის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე მუდ­მი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის “დამ­სა­ხუ­რე­ბა” იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­ჭი­სა და სომ­ხეთ­ში სპი­ტა­კის მი­წისძვრე­ბი.

”ეს სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ქერ­ქის და­ძა­ბუ­ლო­ბას აკ­ვირ­დე­ბა. თუ მომ­წი­ფე­ბუ­ლია ტე­რი­ტო­რია და მას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ბიძ­გი, შე­საძ­ლე­ბე­ლია შორი მან­ძი­ლი­დან მისი პრო­ვო­ცი­რე­ბა” – წერ­დნენ მა­შინ გე­ო­ლო­გე­ბი, თუმ­ცა, სე­ის­მო­ლო­გე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უწო­დებ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ეშე­რას ბა­ზი­დან მი­წისძვრე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი გა­მოწ­ვე­ვა არა­რე­ა­ლუ­რი იყო.

2019 წლის და­სა­წყის­ში ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუს­მა ბლო­გერ­მა და ფო­ტოგ­რაფ­მა ვლა­დი­მირ მალ­დერ­მა (Владимир Малдер) იმოგ­ზა­უ­რა და ეშე­რას ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­საც ეს­ტუმ­რა. “მი­ტო­ვე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია” – ასე ჰქვია მის ფო­ტობ­ლოგს, რო­მელ­შიც ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­წის­ზე­და დო­ნეა ასა­ხუ­ლი.

“ბოლო ხა­ნებ­ში აფხა­ზეთ­ში ობი­ექ­ტე­ბის ძებ­ნა ცოტა გარ­თულ­და. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის რუ­კა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი ახლა ან ცა­რი­ე­ლია, ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ერთჯე­რა­დი შპ­რი­ცე­ბით სავ­სე… რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა – რუ­კა­ზეც არ არის ან ჯუნ­გლე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი, ისე რომ შე­სას­ვლე­ლი არც კი ჩანს, ან იმ­დე­ნად ნაგ­ვით არის სავ­სე, რომ ყუ­რა­დღე­ბა­საც არა­ვინ მი­აქ­ცევს” – წერს ბლო­გე­რი.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი, სა­დაც ბლო­გე­რის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ ბოლო სხდო­მა ჩა­ტარ­და. კი­დევ ერთ ფო­ტო­ზე შევ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ჩანს, რო­მე­ლიც 2007 წლის იან­ვრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ობი­ექ­ტი ჯერ კი­დევ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და…

აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე ირაკ­ლი ჩი­ლა­ჩა­ვა იხ­სე­ნებს, ომის დროს რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აწყდე­ბოდ­ნენ რუ­სე­ბის მხრი­დან, თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­პი­რებ­დნენ წას­ვლას:

“90-იანი წლე­ბის დროს, რამ­დენ­ჯე­რაც იმ მხა­რეს და­ვა­პი­რეთ წას­ვლა, ძა­ლი­ან დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდით… არ მინ­და ყვე­ლას ნაც­ვლად ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ეშე­რას ბა­ზას რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი იცავ­დნენ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით კარ­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ტექ­ნი­კა ჰქონ­დათ, თან მკაც­რად ჰქონ­დათ ნაბ­რძა­ნე­ბი – არც ერთი მეტ­რით არ მი­ვეშ­ვით იქამ­დე…

თუმ­ცა, ვა­ღი­ა­რებ, იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტიც, რად­გან ეს იყო სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც სპი­ტა­კის მი­წისძვრა­საც და სხვა უამ­რავ სა­ხი­ფა­თო ამ­ბებ­საც უკავ­ში­რებ­დნენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბო­და, არა­ვინ იცო­და…” – ამ­ბობს ჩი­ლა­ჩა­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეშე­რას სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია – სამ­ხედ­რო ბაზა, დღე­საც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მას რუ­სე­ბი აკოტ­რო­ლე­ბენ, თუმ­ცა, რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლია მისი მუ­შა­ო­ბა, სა­უ­ბა­რი ძნე­ლია… AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ეშე­რას ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, გა­იხ­სე­ნა რომ, ის ზედა, პირ­ველ დო­ნე­ში მუ­შა­ობ­და და მღვი­მე­ში ჩას­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

მი­სი­ვე თქმით, ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის დას­მა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ამი­ტომ მხო­ლოდ ყურ­მოკ­ვრით იცო­და რა­ღა­ცე­ბი, მათ შო­რის ისიც, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მა­კე­ტი და მუ­შა­ო­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მოს­კოვ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე და­ხუ­რულ “ზა­გორსკ 7”-ში ინა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს უბ­რა­ლოდ საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლი იყო.

ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ასე­ვე სუბ­რობს, რომ ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში იყო სა­უ­ბა­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გე­ნე­რა­ლურ რე­მონტზე, თუმ­ცა, შემ­დეგ ომი და­ი­წყო და მას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, მოხ­და თუ არა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია…

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­ჭო­თა წლებ­ში, ეშე­რას სა­ი­დუმ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მოს­კო­ვის გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტი ედგა სა­თა­ვე­ში; ტექ­ტო­ნი­კუ­რი ია­რა­ღის კვლე­ვი­სა და გა­მოც­დე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტებს ალექ­სან­დრე ნი­კო­ლა­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.