ინდოეთის ქალაქ საგარში მამაკაცს სახელად შიამ ლალ იადავს 10 სანტიმეტრიანი „ეშმაკის“ რქა მოაცალეს. ამის შესახებ Mirror Online-ი წერს.


წანაზარდი თავზე 74 წლის ფერმერს 5 წლის წინ გაუჩნდა, დარტყმის შემდეგ. როგორ მიიღო თავზე ტრავმა უცნობია. თავდაპირველად მას თავზე ამოსული კოპისთვის ყურადღება არ მიუქცევია, შემდეგ ის თავად შეეცადა რქის მოჭრას, თუმცა ის ისევ იზრდებოდა.

მას შემდეგ რაც წამონაზარდის ქუდის ქვეშ დამალვა შეუძლებელი გახდა მამაკაცმა საავადმყოფოს მიმართა, ექიმებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცს რქა ეზერდებოდა. რქა კერატინისგან შედგება, როგორც ადამიანის ფრჩხილი და თმა. ნეიროქირურგებმა ოპერაცია ჩაატარეს და წამონაზარდი მოაშორეს. ბიოფსიამ აჩვენა, რომ ის კეთილთვისებიანი იყო.

ექიუმები არ გამორიცხავენ, რომ რქამ ზრდა ისევ დაიწყოს. მათი თქმით, ეს დააავდება იშვიათია და რქის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მზის სხივების ზემოქმედებაა.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •