ედიტ გონსალესი

ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და საყვარელი ტელენოველების მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა — ინფორმაციას ამის შესახებ ტელემუნდო ავრცელებს.

მსახიობმა თავისი კარიერის მანძილზე უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, თუმცა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული ველური გული და დონა ბარბარა იყო, რომელიც ისევე, როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც დიდი პოპულარებით სარგებლობდა.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ 2017 წელს ესპანელი მსახიობი საკუთარი დიაგნოზის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდა და საბოლოოდ თითქოს დაამარცხა კიდეც.

ფოტო: LaPrensa

მიუხედავად კიბოს წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისა, სამწუხაროდ ედიტი დღეს, 13 ივნისს გარდაიცვალა. 

on.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •