Კეტოგენური დიეტა დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა რომლის რაციონის მთავარი ნაწილია ბევრი ცხიმი და საშუალო რაოდენობის ცილა. Ის ძალიან ჰგავს დაბალნახშირწყლოვან დიეტას, მაგრამ კეტო დიეტა ნახშირწყლების ბევრად ნაკლები რაოდენობით ხასიათდება.

Როგორ მომქედებს კეტოგენური დიეტა?


Კეტოგენური დიეტის მთავარი კომპონენტი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯანსაღი ცხიმებია. Ორგანიზმი ენერგიად იყენებს როგორც ნახშირწყალს ასევე ცხიმს. Ნახშირწყლების არ მიღებით ჩვენი ღვიძლი იწყებს ცხიმოვანი მჟავების და გლიცერინის გამომუშავებას, რაც წარმოქმნის კეტოგენურ სხეულებს.

სწორედ ისინი კვებავენ ტვინს და მას მუშაობაში ეხმარებიან. ამ პროცესის შემდეგ იწყება ლიპოლიზი – ცხიმების დაწვა. Ენერგიად ცხიმის გამოყენება ნიშნავს რომ ორგანიზს საშუალება აქვს დაგროვილი ცხიმიც დაწვას.

Კეტოგენეზის დადებითი თვისებები:

1.ასტაბილირებს ნერვულ სისტემა და მენტალურ ცხოვრებას

2.ხელს უწყობს ცხიმის სწრაფ მოშორებას და ქოლესტერინისგან გათავისუფლებას

3.კურნავს დაავადებებს როგორებიცა 2 ტიპის დიაბეტი და ჰიპერტონია

4.ხელს უშლის ალცგეიმერის დაავადების წარმოქმანას და აფერხებს სიმსივნის განვითარებას

5.უზრუნველყოფსდ სისხლძარღვების ჯანმრთელობას

6.უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნას

Სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ​ეს დიეტა საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ აუცილებელია არ დავივიწყით ის, რომ კეტო, ცხოვრების სტილია და არა 1 კვირიანი დიეტა.

Რა პროდუქტები შეგვიძლია მივიღოთ?


Ნებისმიერი რამ რაც არ შეიცავს ნახშირწყლებს და არის ცხიმოვანი და ცილოვანი შემადგენლობის, კეტოგენური დიეტის ნაწილია. Ასეთები:კვერცხი, ყველი(შეზღუდულად), ყველანაირი თხილი, ხორცი, მაღალცხიმიანი მაწონი, თევზი (განსაკუთერბით ორაგული და სხვა ცხიმიანი თევზები) და ასე შემდეგ. Გარდა ამ პროდუქტებისა რა უნდა დაივიწყოთ ბოსტნეულიც. Ისპანახი, მწვანე კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცლები, არამარტო დასაშვები, არამედ აუცილებელიცაა.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •