24 წლის ქალს 4 შვილი ჰყავს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბავშვების გაჩენას მისი ქმარი აძალებდა, რეალურად მას დედობა არასოდეს უნდოდა. Ამ ყველაფრის შესახებ ის სოციალურ ქსელ რედიტზე წერს და საზოგადოებისგან რჩევას ითხოვს:
“მე რომ მქონოდა საშუალება პირველი შვილის მერე არ გავაჩენდი ბავშვს, ამას ჩემი ქმარი მაძალებდა, მას ბავშვები უნდოდა მე კი არაა. Ჩემს პირველ შვილზე რთული ორსულობა მქონდა და მას მერე რაც გაიზარდა თითქოს მე და ჩემი შვილი ერთმანეთს ვერც ვუგებთ კარგად. Ის 5 წლისაა და ძალიან ცნობისმოყვარე. Ერთხელ როდესაც დასაძინებლად ვაწვენდი ის კითხვებს მისვამდა, მერე დაამატა, რომ როცა გაიზრდებოდა ბევრი შვილები უნდოდა ჰყოლოდა, შემდეგ კი მკითხა თუ მე რამდენი შვილი მინდოდა მისი ასაკის,რომ ვიყავი. Მე ვუპასუხე რომ არ მინდოდა შვილები, არც მისი გაჩენა იყო ჩემი სურვილი. Მესმის რომ ძალიან პატარა.. 5 წლის, მაგრამ მან ყველაფერი ძალიან არასწორად გაიგო და ეს ყველაფერი მამამისსაც უთხრა. Მეორე დილით ჩემი ქმარი საშინლად გაბრაზებული დამხვდა, მეობნებოდა, რომ ჩემს შვილს ფსიქიკა დავუნგრიე და საშინელი დედა ვარ. Მე კი ვუპასუხე, რომ რთულია იყო იმ ბავშვის დედა, რომლის დაბადება არც იყო შენი სურვილი. Ის გაბრაზდა, ვერ იჯერებდა რაც ვუთხარი, ბავშვები წაიყვანა და მშობლების სახლში წავიდა”_ წერს ახალგაზრდა დედა.
Ამ პოსტს მომხმარებლისგან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, ფსიქოლოგები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ქალს ფსიქოპათის ნიშნებიც კი აქვს და საშინელებაა, რომ ვერც კი ხვდება რა ზიანი მიაყენა თავის მგრძნობიარე 5 წლის ბავშვს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •