თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“სულ მიყვარდა ახალი წელი. ბოლო ორი წელია აღარ …
მიზეზს დღეს მივხვდი. ორი წელია, უშედეგოდ გეძებ და ყოველი მომდევნო წლის დადგომისას , ძიების კიდევ ერთ წელს ვკარგავ. შენსკენ რამდენ ნაბიჯსაც ვდგამ, ორი იმდენით უკან ვხვდები. ყოველი ახალი ინფორმაცია ფუჭი და არაფრისმომცემია.

სანდრომ (შენმა შვილიშვილმა) ლაპარაკის დროს მარჯვენა ხელის მორტყმა დამიწყო: მიყურე როცა გელაპარაკებიო. მამამისს სულ მაგაზე ვეჩხუბებოდი, მარცხენა მხარი ჩალურჯებული მქონდა. სანდროც გაიზარდა და ხელიც დაუმძიმდა. არადა არ აქვს მამამისთან ისეთი ხშირი კონტაქტი, უცაბედი ჩვევები რომ აითვისოს.
მარიანა (შენი მეორე შვილიშვილი) ზუსტად ჩემნაირად იცინის, ჩემნაირად იზმორება და ჩემნაირად კივის ????
იქნებ მეც შენნაირად ვიწევ თმას მარჯვნიდან მარცხნივ, იქნებ შენნაირად “ვპარჭყავ” თითებს, ან იქნებ კიდევ რამდენი რამ იქნება და არ ვიცი-თ.
2 წლის წინ ელექტრო პიანინო ვიყიდე, მაგრამ არ ვუკრავ. მარტო რომ ვრჩები, არც მაშინ.
გუშინ გინეკოლოგმა დამირეკა, მომიკითხა, მითხრა თავი აუცილებლად უნდა დაიცვა, თორემ საკეისრო ახალი გაკეთებული გაქვს და რამე რომ იყოს, ბავშვის მოცილება მოგიწევსო. ბავშვის მოცილება, დედაჩემი კი არ ვართქო. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. და ამ დროს მივხვდი რატომაც აღარ ვუკრავ. იმდენად არ მინდა, დაგემსგავსო, მას შემდეგ რაც გავიგე, ფორტეპიანოს განხრით რომ სწავლობდი, დაკვრაც შემზიზღდა.
შენ გამოჩნდი…
მე
პირობას გაძლევ !
არავის ვეტყვი…”

news.coa.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •