ელვა-თვითმფრინავი

ასეთიც შეიძლება იყოს ელვა? ამ თვის დასაწყისში მიუნხენიდან სინგაპურის მიმართულებით ფრენის დროს, თვითმფრინავის მგზავრმა ქარიშხალი გადაიღო და მოულოდნელი რამ დააფიქსირა: გიგანტური ჭავლი, ე.წ. ჯეტი. ფოტო 3,2 წამიანი დაყოვნებით არის გადაღებული, ბჰადრაკის თავზე ინდოეთში. რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ფრთასთან გაელვებას კავშირი არა აქვს, ის შორს მდებარე ღრუბლებში გაჩნდა და ზევით, ჭავლის სახით ავიდა იონოსფეროში. გიგანტური ჭავლებისა და სავარაუდოდ, მისი მსგავსი ელვარე ნათებების, ცისფერი ჭავლებისა და წითელი სპრაიტების ბუნება ახლაც აქტიური კვლევის საგნად რჩება (ელვის ორმაგი სახე).

astronet

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •