Ეს ჯერემი კილიბერტოა, 31 წლის ხელოვანი, და ” Catacom Culture-ის” მფლობელი. Არტისტმა სახელი, ხელოვნური ადამიანის ძვლებისაგან დეკორაციების შექმნით გაითქვა.

“Როდესაც ჩემს პირველ გამოფენას ვიხსენებ, ვფიქრობ ის ძალიან სიმბოლური იყო”

“მე ვაკვირდებოდი უბრალო დამთვარიელებელთა რეაქციებს, მათ სახეებზე გააოგნება, შიში და ინტრიგა იკითხებოდა, რამოდენიმემ მთხოვა კიდეც მესაუბრა იმ ემოციებზე და განცდებზე, რომელთა განცდაშიც ჩემი შემოქმედება ეხმარებოდა დამთვალიერებელს, მათ უნდოდათ უკეთესად გაეგოთ კავშირი ჩემს ნამუშევრებსა და სიკვდილს შორის”

Მე ვქმნი ფუნქციურ ინტერიერის დეკორს რეალისტურთან მაქსიმალურად მიახლოვებული ადამიანის ძვლების სკულპტურებისაგან.”_ამბობს ის.
” დიახ ისინი სკულპტურებია, ყალიბი და ძერწვის ტექნიკა. “

Მისი ინსპირაცია გახდა ლათინური ფრაზა “Memento Mori”, ანუ “გახსოვდეს სიკვდილი”. Კილიბერტოს აზრით თანამედროვე ხელოვნება თითქოს უარყოფს ადამიანის ბუნებას და მის გარდაუვალ ხვედრს, რაც ადამიანებში სიკვდილის შიშს უფრო აძლიერებს. Მისი ხელოვნება კი სწორედ რომ ბალანსის დაცვას ემსახურება,ეხმარება ადამიანს ჰარმონიულად იცხოვროს თავის ბუნებასთან ერთად. ” ყველა ძვალს საკუთარი ხელით ვაკეთებ და ყიველი სკულპტურა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგალითად ჩემი ადამიანის ძვლისგან გაკეთებული ჭაღის დამზადებას 50+ ძვალი სჭირდება, საბოლოო შედეგი ყოველთვის მაოგნებს.”

საბედნიეროდ მას საშუალება მიეცა ბევრი საინტერესო ინდივიდუალი გაეცნო. Როგორც თვითონ ამბობს ნამუშევრებიდან უდიდესი მოწონება თავისქალის ფორმის ჯამმა დაიმსახურა. Ეს ადამიანები სოციალურ ქსელზე აზიარებდნენ საჭმლის ფოტოებს, რომელსაც ადამიანის თავისქალიდან მიირთმევდნენ.

Ასევე მომხმარებლის საყვარელი ნივთია ჭაღებიც. Ხელოვანს უამრავი იდეა აქვს და სამომავლოდ ახალი ფუნქციური დეკორაციების შექმნასაც გეგმავს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •