ბიონსეს თაყვანისმცემლები დღემდე აღფრთოვანებით იხსენებენ მის შთამბეჭდავ გამოსვლას გასულ წელს Coachella-ს ფესტივალზე, როცა მუსიკოსი მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. თუმცა, თავად ბიონსეს განცხადებით, მას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა მშობიარობის შემდეგ ჩვეული ფორმის დასაბრუნებლად.

​ცნობილი დიეტოლოგის მარკო ბორხესის პერსონალურ საიტზე Greenprint Project, მოკლე ვიდეორგოლში 37 წლის მუსიკოსმა გულწრფელად მოუთხრო თაყვანისმცემელს იმ სირთულეების შესახებ, რომელთა დაძლევა ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლისას მოუხდა. თხრობა მუსიკოსმა იმ კრიტუკული მომენტიდან დაიწყო, როცა სასწორმა „შემზარავი“ 80 კილოგრამი უჩვენა, საკუთარ გამარჯვებად კი, ის დღეს ჩათვალა, როცა Coachella-ს კონცერტის წინ საყვარელი კოსტუმის მორგება ისევ შეძლო.


Ბიონსემ უარი თქვა ხორცზე და დაიწყო ორგანიზმის გაწმენდასა დ გაჯანსაღებაზე ზრუნვა. ​ბიონსე იმდენად კმაყოფილი დარჩა დიეტოლოგის მუშაობით, რომ მასთან ერთად ბიზნესის – ჯანსაღი საკვების მობილური სამსახურის წამოწყებაც გადაწყვიტა, რომელსაც 22 Days დაარქვა, მენიუში კი, ვარსკვლავური დიეტოლოგის მიერ შემუშავებული კვების სისტემით მომზადებული ვეგეტარიანული კერძები შეიტანა.
Მას მალე მიმდევრებიც გამოუჩნდა. ერთ​-ერთი მათგანი კი ჯენიფერ ლოპესი იყო.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •