„ბედოვლათები, სულერთიები და თვალთმაქცები ვდგავართ უდიდესი განსაცდელის წინაშე, ქვეყანა კი ხელიდან გვეცლება“

36
გურამ ქართველიშვილი

დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია”ავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ხარებას მარტყოფი

1625 წლის 25 მარტს ხარება დღეს მარტყოფთან ქართველებმა შაჰ აბასის 30 000 ყიზილბაში მეომარი გაჟლიტეს. მაშინაც ყოფნა არ ყოფნაზე გვქონდა საქმე ქართველებს და ის ხარება დღე დიდ გამარჯვებად ჩაიწერა ჩვენ ისტორიაში. ერის და ბერის ერთობის გამარჯვებად.

გარდა მარტყოფის ომისა უამრავი ბრძოლაა საქართველოს წარსულში მომხდარი, რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე გადაიხადეს ჩვენმა წინაპრებმა.

ახლაც მძიმე დრო გვიდგას და ახლაც ყოფნა არ ყოფნაა ჩვენ წინაშე, მაგრამ დღეს, რომ მსგავსი რამ მოინდომო და თუნდაც მშვიდობიანი ბრძოლისკენ მოუწოდო ერს მტრის წინააღმდეგ ჩვენი სამღვდელოების და მრევლის უმეტესობა წარმართად ჩაგთვლის და ნეტარი სახით გიპასუხებს — მიუტევე და მოგეტევებაო, მაგათ უფალი მიუზღავს სამაგიეროსო, ან ვილოცოთ და მორჩილებით გავიმარჯვებთო…

ჩვენ ძალიან შორს ვართ წინაპრებისგან და მათივე საქართველოსგან. განაზებულები, ცხიმიანები, ბედოვლათები, სულერთიები და თვალთმაქცები ვდგავართ უდიდესი განსაცდელის წინაშე და თავს ვიტყუებთ. ქვეყანა კი ხელიდან გვეცლება—- ერო და ბერო. 

არადა ილიას უთქვამს — „ეგრე, რომ თქვენ ქვეყანას ააშენებთ მე იქ წილს ნუ დამიდებთ“- ო.

გურამ ქართველიშვილი“.