დიზაინერ ზალიკო ბერგერს, სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა. ის სერიალშიც დიზაინერია – თავზარიკო ცხედიანი და “სარკესთან” ამბობს, რომ იქ ზუსტად თავის თავს თამაშობს.

“ბაქარას და ლეკას სახლი რომ არის, მისმა პატრონმა დილიდან მკითხა, კოქტეილს თუ დალევო და დავლიე. გადაღებამდე 2 ლიტრი არაყი დავლიე. გადაღება დილის 12 საათზე დაიწყო და ღამის 12-ზე არ იყო დამთავრებული. არადა სულ რამდენიმე ფრაზა უნდა გვეთქვა” – თქვა დიზაინერმა.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •